7-06-2024
„უფროსებს ერჩიან, მაგრამ ბავშვებს რაღას ერჩიან? ისე ზოგი ჭირი მარგებელია, აწი გვეცოდინება თუ როგორია მეგობრობა-პარტნიორობა ამერიკულად“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის ბრიფინგს, რომლის თქმითაც, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
ანალიტიკოსის შეფასებით, მარტივი მისახვედრია, რომ ეს კეთდება არჩევნებზე ნაცოპოზიციის წასახმარებლად.
„უფროსებს ერჩიან, მაგრამ ბავშვებს რაღას ერჩიან? ისე ზოგი ჭირი მარგებელია, აწი გვეცოდინება თუ როგორია მეგობრობა-პარტნიორობა ამერიკულად. მარტივი მისახვედრია რომ ეს კეთდება არჩევნებზე ნაცოპოზიციის წასახმარებლად“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.