7-06-2024
„ერთ ადამიანს მოვკარი თვალი კონგრესში, ეს იყო შალვა ნათელაშვილი. რომ გამოვაცხადოთ ალბათ საერთაშორისო ტენდერი ან გამოკითხვა პოლიტიკურ თაღლითზე, ან პოლიტიკურად კორუმპირებულ ადამიანზე, მგონი, პირველ ადგილს აიღებს მსოფლიო მასშტაბით“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა.
როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა, ის ზოგადად, არ საუბრობს სანქციებზე, ვინაიდან პოლიტიკისგან დისტანცირებულია, თუმცა, მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რომ ნათელაშვილის მსგავს ადამიანებზე დაყრდნობით რომელიმე მაღალი რანგის სტრუქტურა გადაწყვეტილებას იღებს.
„მე ძალიან გავურბივარ სანქციებზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკასთან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით და გავაგრძელებთ ამას. დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება. გლობალურ ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება. რაც შეეხება სანქციებს, განსაკუთრებით ბოლო მოვლენები რაც განვითარდა კონგრესში - მე არ ვყვები ხოლმე რაღაცნაირად ისტორიებს, მაგრამ, ერთ ადამიანს მოვკარი თვალი კონგრესში, ეს იყო შალვა ნათელაშვილი. რომ გამოვაცხადოთ ალბათ საერთაშორისო ტენდერი ან გამოკითხვა პოლიტიკურ თაღლითზე, ან პოლიტიკურად კორუმპირებულ ადამიანზე ან ისეთ პიროვნებაზე, როგორიც ბატონი შალვა არის, მგონი, პირველ ადგილს აიღებს მსოფლიო მასშტაბით. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები, რომლებიც ჯაშუშის რანგში ემსახურებიან ქვეყანას და მოღალატეობრივი ფორმით ექცევიან სამშობლოს, ძალიან მძიმე საყურებელია და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანებზე დაყრდნობით რომელიმე მაღალი რანგის სტრუქტურა იღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.