7-06-2024
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვას სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმიანება.
ქარუმიძის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება მრავალი წლის განმავლობაში არღვევდა ადამიანის უფლებებს, 2011 წელს რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩაშიც კი მოკლა, აშშ-ს კი არასდროს დაუწესებია სანქციები „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენლის მიმართ.
„მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ახდენდნენ ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევას, მათ შორის, მასობრივ ცემას, წამებას და მკვლელობასაც კი. მაგალითად, 2011 წელს რეჟიმმა მომიტინგეები ქუჩებში მოკლა და მათი ცხედრები მაღაზიების სახურავებზე დადო. აშშ-ს არასოდეს დაუწესებია სანქციები „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრის წინააღმდეგ“, - წერს ლევან ქარუმიძე.