გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად იმუშავებს უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

8-06-2024

თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.თბილისში 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.


უწყებათაშორისი კომისიის პირველსხდომაზე განიხილეს პოტენციური ლოკაციები სტადიონის ასაშენებლად, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხები. კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად.


შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებსაც ახალი სტადიონი საერთაშორისო, მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობისთვის უნდა აკმაყოფილებდეს.მთავრობის მეთაურმა  ინფორმაცია  ამ საკითხზე ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციების პრეზიდენტებისგან მოისმინა.სხდომაზე ასევე განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივა.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში ქვეყანას სპორტის არაერთ სახეობაში განსაკუთრებული მიღწევები აქვს, მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.


ახალი სტადიონი ქვეყანას მისცემს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანისა და  სხვა უმაღლესი რანგის ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930