8-06-2024
„საბედნიეროდ ევროპაში საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს, აღნიშნულს ავტორიტეტული გამოცემა Brussels Signal-ის ვრცელი სტატია ადასტურებს, რომელიც საქართველოს მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონს შეეხება“,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს, ვინაიდან ისინი დუმილს ინარჩუნებენ მოლდოვასა და სლოვენიაში ტელეკომპაჯიების დახურვის ან მათში შეჭრის გამო, თუმცა აკრიტიკებენ საქართველოს, რომელმაც “გამჭვირვალობის კანონი” მიიღო.
ექსპერტი აცხადებს, რომ გამოცემამ გააშიშვლა დასავლეთის ინსტიტუტების პოლიტიკა, რომელიც რაციონალურის ნაცვლად, მერკანტილურ მიზნებს ეფუძნება. ,,საბედნიეროდ ევროპაში საღი აზრი ჯერ კიდევ არსებობს, აღნიშნულს ავტორიტეტული გამოცემა Brussels Signal-ის ვრცელი სტატია ადასტურებს, რომელიც საქართველოს მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონს შეეხება.
Brussels Signal-ის სტატია ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტს ამხელს, მაგალითად ისინი დუმილს ინარჩუნებენ მოლდოვაში ტელეკომპანიების დახურვის ან სლოვენიაში ტელევიზიაში შეჭრის გამო, მაგრამ ხმას იმაღლებენ საქართველოს შემთხვევაში, რომელმაც დემოკრატიული კანონი მიიღო.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესო ამერიკული და ფრანგული კანონია, რადგან ორივე ქართული კანონის მსგავსია, ფრანგული კი სულ რამდენიმე დღის უკან მიიღეს და მის შესახებ ევროკავშირის თუ ევროსაბჭოს მხრიდან კრიტიკა არ ყოფილა, რაც ნათლად აჩვენებ, რომ ევროპის დიდი ნაწილი საკუთარი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს.
Brussels Signal-მა გარკვეულწილად გააშიშვლა დასავლეთის ინსტიტუტების პოლიტიკა, რომელიც არა რაციონალურ გადაწყვეტილებას, არამედ მერკანტილურ მიზნებს ეფუძნება“, - წერს ჩიხელიძე.