გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: ისინი არიან აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან მოსულ დაკვეთებს და ეს დაკვეთა ამ ეტაპზე საქართველოს ომში ჩართვაა

8-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციას პასუხობს.


დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ ისევ დაამტკიცა, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს.


სოზარ სუბარის აზრით, ოპოზიციას არც სანქციების დაწესებაში აქვს რაიმე როლი, ისინი მხოლოდ უცხოელების ნათქვამს იმეორებდნენ.


დეპუტატი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და შედეგად ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება.


„ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი ემსახურებიან არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ თავიანთ უცხოელ მფლობელებს. ისინი არიან აგენტურა, რომელიც ასრულებს ქვეყნის გარედან მოსულ დაკვეთებს და ეს დაკვეთა ამ ეტაპზე საქართველოს ომში ჩართვაა. ომი ჩვენი ქვეყნის დაღუპვა იქნება, თუმცა მათ ეს არ ადარდებთ.


რა როლი შეასრულა ოპოზიციამ სანქციების დაწესების პროცესში, ამას მართლა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, მე მგონია, რომ არც არანაირი როლი არ შეუსრულებიათ. როცა ისინი ამბობენ - საქართველოს დაუწესეთ სანქციებიო, ამას თვითონ კი არ ამბობენ, მათ ამას ეუბნებიან გარედან.


ვერ ხვდებიან, რომ ამით ქართველ ხალხს დაარწმუნებენ თავიანთი არჩევანის სისწორეში და თუ საით არის არჩევანი მიმართული, 26 ოქტომბერს გამოჩნდება, როდესაც, კიდევ ერთხელ, უსასტიკეს მარცხს განიცდის აგენტურა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოსვლა ანუ რადიკალური ოპოზიცია“, - აღნიშნა სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031