გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: ვერ იქნება ვერც ზაალ მიქელაძის და ვერც სხვა ნებისმიერი რანგის ადამიანის დასანქცირება ის, რის გამოც შეიძლება, ქვეყანა დათანხმდეს უკრაინიზაციას, არ მოხდება ამის გადახედვა

9-06-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ სანქციების შიშით საქართველო არ გადაუხვევს კურსს და არ დათმობს ქვეყნის მომავალსა და სუვერენიტეტს.


როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო არ დათანხმდება ქვეყნის „უკრაინიზაციას“.


რაც შეეხება იმას, თუ როგორ გააგრძელებს ქვეყანა ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ ყველა სხვა თემაზე საუბარი, მსჯელობა და კომპრომისის მიღწევა, შესაძლებელია.


„მთავარი პრინციპი დარჩება უცვლელი - ეს ქვეყანა თავის მომავალს არაფრის სანაცვლოდ არ გაყიდის. ვერ იქნება ვერც ზაალ მიქელაძის და ვერც სხვა რანგის ადამიანის დასანქცირება ის, რის გამოც შეიძლება ქვეყანა დათანხმდეს უკრაინიზაციას, არ მოხდება ამის გადახედვა. სხვა დანარჩენზე, აბსოლუტურად ყველაფერზე საუბარი შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ევროპა გადალახავს იმ ვაი-ლიბერალიზმის პერიოდს და დაუბრუნდება სტანდარტულ დემოკრატიას.


დავინახავთ, რომ ისიც დიდი მსოფლიო მაგნატების წნეხის ქვეშაა. ჩვენ გვედავებიან რამდენიმე ტონა მანდარინის და ყურძნის გატანას ჩრდილოეთში და ან იმასაც, რომ ვინმემ რამდენიმე სახურავისთვის ალუმინი შემოტანა თურმე რუსეთიდან. ამ დროს, დატვირთულ გემებსა და ტრაილერებს ვხედავთ ევროპაში, რასაც „რუსული“ აწერია. არ შეუწყვეტია არავის ვაჭრობა რუსეთთან და ვიღაცა თვალებს გვიბრმავებს“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930