გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი ირაკლი ზარქუას მიმართ სავარაუდო ბულინგზე: „ნაცმოძრაობით“ მოწამლულო ადამიანებო, „ქართული ოცნება“ არასოდეს იმოქმედებს თქვენი ხელწერით, ეგ ნიშა მარტო თქვენია და ამიტომაცაა, რომ წლებია, პოლიტიკური სანაგვიდან თავის ამოყოფას ცდილობთ

9-06-2024

„ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური, პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ მიმართულ სავარაუდო ბულინგზე.


„ნაცების ხელწერა უცვლელია, მმართველობის რეჟიმი სისხლზე უნდა იდგეს და ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკური პირად შეურაცხყოფასა და ბულინგზე.

ამჟამად შვილთან ერთად მყოფ ირაკლი ზარქუასთან მიიჭრნენ და დაზეპირებული უშინაარსო სიტყვებითა და მხოლოდ მათთვის შესაფერისი ქცევით ეცადნენ ირაკლისათვის შეურაცხყოფის მიყენებას.


„ნაცმოძრაობით“ მოწამლულო ადამიანებო, „ქართული ოცნება“ როგორც გუნდი და მისი წარმომადგენლები ცალ-ცალკე და თუნდაც ერთად არასოდეს იმოქმედებენ თქვენი ხელწერით. არ აგყვებიან უზნეობასა და არაადამიანობაში, ეგ ნიშა მარტო თქვენია და ამიტომაცაა, რომ წლებია პოლიტიკური სანაგვიდან თავის ამოყოფას ცდილობთ!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31