გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში, ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო

4-10-2018

ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო. თურქულ მხარესთან მიღწეულიშეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

„ჩვენ შევასრულეთ ტრაილერების მძღოლებისთვის მიცემული პირობა, მივაღწიეთ თურქულ მხარესთან შეთანხმებას და დღეიდან დავიწყეთ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა. პროცესი მიდის მშვიდად, ვიმუშავებთ შაბათ-კვირასაციმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეთ თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა“ - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში თურქული მხარე თურქეთში ცარიელი შესვლისთვის საჭირო სპეცნებართვას არ გასცემდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, ბათუმში მძღოლებთან შესახვედრად გაემგზავრა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს აუხსნა შექმნილი ვითარება და მათ პირობა მისცა, რომ თურქულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად ნებართების გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930