გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორთვიანი პატიმრობის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილი ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლდა

4-10-2018

ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, 52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ზაურ გურჩიანი 5 აგვისტოს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.


გურჩიანის დაკავების შესახებ, მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონალურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს შეატყობინებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ზაურ გურჩიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია წუხელ დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ოჯახების წევრების თქმით, ზაურ გურჩიანზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.


გურჩიანების ოჯახი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესა და სოზარ სუბარს, რომლებმაც, მათივე თქმით, პირველივე წუთებიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა ზაურ გურჩიანი საკუთარ ოჯახს უვნებლად დაბრუნებოდა.


ზაურ გურჩიანის სახლი სოხუმში ომი დროს დაიწვა. გურჩიანების ოჯახმა აფხაზეთი ჭუბერის გავლით დატოვა და მას შემდეგ სოფელ ჭუბერში ცხოვრობს. მათი ნათესავები დღესაც იმყოფებიან აფხაზეთის სოფელ აჟარაში, სწორედ მათთან მიდიოდა, პერიოდულად ზაურ გურჩიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031