გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი მოინახულეს

4-10-2018

გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან 6 დღის წინ გატაცებული მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მოინახულეს.


ოჯახის წევრების თქმით, როგორც მათ „წითელი ჯვრიდან“ აცნობეს, გატაცებულს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და სამომავლოდ ტელეფონით დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი.


„წითელი ჯვარი დაგვიკავშირდა გვიან ღამით და გვაცნობეს, რომ ჩვენი კოლეგები ცხინვალაში რომ იმყოფებიან, ისინი იყვნენ შესული მაიასთან და მოინახულესო. ერთი შეხედვით ვიზუალურად დამაკმაყოფილებლად გამოიყურება და გვითხრეს ისიც, რომ ძალიან ახლო მომავალში ოჯახის ერთ-ერთ წევრს დავაკავშირებთ, სატელეფონო საუბარი შედგებაო“ - განაცხადა მაია ოთინაშვილის ნათესავმა.


„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ქარდავას განცახდებით, დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირება ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლება.


„მდგომარეობასა და ზოგადად ვიზიტთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჯაროდ არასდროს საუბრობს, ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპს ვიცავთ. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ დაკავებულისა და და მისი ოჯახის ინტერესებს ვცეთ პატივი. რა თქმა უნდა, ერთი ვიზიტით არ შემოვიფარგლებით და სამომავლო ნაბიჯებიც იქნება,“ - განაცხადა მაია ქარდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031