გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: რა მხარდაჭერაც აქვს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტს ქართული საზოგადოების მხრიდან, ეს 17 მაისს გამოჩნდა

10-06-2024

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტში წერია, რომ ბიოლოგიური მამაკაცი და ბიოლოგიური ქალი არიან ის ადამიანები, რომელთაც ოჯახის შექმნის უფლება აქვთ, ხოლო სხვა ტიპის ურთიერთობას ოჯახი, ან ოჯახთან მიმსგავსებული რამე სახელწოდება ვერ დაერქმევა (ზოგადად, ურთიერთობას, ბუნებრივია, მათ არავინ არ უშლის)“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული კანონპროექტი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული, ოჯახურ ღირებულებებს ნამდვილად იცავს, თუმცა, შედარებისთვის, პოლონური კანონმდებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მკაცრია, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია.


„ასევე, ქართულ კანონპროექტში, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული, ერთი სქესის წარმომადგენლებს ბავშვის შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ. ბავშვის შვილად აყვანის უფლება ექნება მხოლოდ ჰეტეროსექსუალ ოჯახს, ან იმ ადამიანს, რომელიც აშკარად გამოხატული ჰეტეროსექსუალია (ამის კრიტერიუმები, ბუნებრივია, არსებობს). რაც შეეხება ამ კუთხით აკრძალვებს, რომელიც ხელოვნებასთან კავშირშია, ეს ყველზე ფაქიზი სფეროა, სადაც ჩვენი კანონპროექტი ძალიან ფრთხილია. ის საფრთხეები, რომელზეც მასთან დაკავშირებით ლაპარაკობენ, არ არსებობს. ამ მხრივ ეს კანონპროექტი იმას მოიცავს, რომ ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის, ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება არ იყოს დაშვებული. ანუ, ლაპარაკია მაუწყებლის ეთერსა და პირდაპირ, მსგავსი სახის ურთიერთობების ჩვენებაზე. სხვა - ფილმებს, ან მხატვრულ ლიტერატურას და ზოგადად, ხელოვნების თავისუფლებას, რომ რაიმე სახის აკრძალვა შეეხოს, ასეთი რამ ამ კანონპროექტში არ არსებობს.


ისე კი, ზოგადად, ევროპარლამენტის არჩევნებიც იმავე ტენდენციას აჩვენებს, [რასაც ჩვენ მივყვებით, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კუთხით]. მაგალითად, იტალიის დღევანდელი პრემიერი თავის საარჩევნო კამპანიისას ამბობდა, რომ ერთსა და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ოჯახის ქონა დაუშვებელია; რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ბავშვის შვილად აყვანის უფლება; რომ სუროგაცია და ბავშვის ამ გზით გაშვილება სისხლის სამართლის წესით დასჯადი და კანონით აკრძალული უნდა იყოს და ა.შ. ის დღესაც ამ პოლიტიკას მიჰყვება და პარლამენტში შესაბამის კანონებს აინიცირებს.


ჩვენი კანონპროექტი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული და რომლის მიღებასაც ვაპირებთ, ოჯახურ ღირებულებებს ნამდვილად იცავს, თუმცა, რომ შევადაროთ იგივე პოლონურ კანონმდებლობას, ის უფრო მკაცრია, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია. დაახლოებით იმავე ტიპის კანონმდებლობა აქვს უნგრეთსაც. ასე რომ, აქ არ ვართ ერთადერთები, თუმცა იმ მხრივ, რომ ერთიანი პაკეტია და 18-19 კანონში შედის ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ცვლილება, ამ მხრივ საქართველო, ალბათ, ერთ-ერთი პირველია. რაც შეეხება იმას, თუ როგორი მხარდაჭერა აქვს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას ქართული საზოგადოების მხრიდან, ეს ყველაზე კარგად 17 მაისს გამოჩნდა, რომელიც უკვე წლებია, ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა, მაგრამ წელს ხალხის რა რაოდენობაც გამოვიდა, ასეთი საზოგადოებას არ ახსოვს. ეს იყო სწორედ იმ საფრთხეებიდან გამომდინარე გამოწვეული, რასაც ეს ზღვარგადასული, ულტრალიბერალური ფაშიზმი ნერგავს მთელ მსოფლიოში და ცდილობს საქართველოშიც დანერგოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930