გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანის N8 დაწესებულები მსჯავრდებულებმა რკინის საგნები, ელემენტები და მაგნიტები გადაყლაპეს

4-10-2018

გლდანის მერვე დაწესებულებაში ორმა პატიმარმა ლითონის საგნები: ელემენტები, მაგნიტები და ე.წ. კუსაჩკა გადაყლაპა.


მსჯავრდებულები, დაჩი დიდიძე და ბექა გელხაური სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.


უფლებადამცველის, მარიამ შათირიშვილის განცხადებით, პატიმრებს დიდი რაოდენობით ლითონის საგნები აქვთ გადაყლაპული და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ, თუმცა პატიმრები მკურნალობაზე უარს აცხადებენ.


„დაჩი დიდიძემ  ვენები გადაიჭრა. გარდა ამისა, მას გადაყლაპული აქვს უამრავი რკინის საგანი, დაწყებული ელემენტებიდან და მაგნიტებით, დამთავრებული ე.წ. კუსაჩკით. ასევე, ბექა გელხაურმა მიიყენა თვითდაზიანებები. ასევე, მან გადაყლაპა და ამ წუთში ორგანიზმში აქვს დიდი რაოდენობით რკინის საგნები. ისინი უარს ამბობენ ქირურგიულ ჩარევაზე. არადა, როგორც მე მომაწოდა ინფორმაცია დაწესებულები სამედიცინო ნაწილმა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ“  - განაცხადა უფლებადამცველმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930