გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენაზე: აქ თანხა მთავარი არაა - აქ მთავარია ეროვნული სულისკვეთება და მუდმივი მზადყოფნა ქართველობის შემცველი ღირებულებებისა და ფასეულობების თავის დედა-სამშობლოში დასაბრუნ

11-06-2024

„წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი გლოვაა დღეს უსამშობლოთა ბანაკში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ მილიონ ფუნტად „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე შეძენას ეხმიანება.


მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილმა უნიკალურ ხელნაწერში რამდენი გადაიხადა. მნიშვნელოვანია ის, რომ ივანიშვილი მუდამ მზად არის ქართველობის შემცველი ღირებულებები და ფასეულობები თავის დედა-სამშობლოში დააბრუნოს.


„აქ თანხა მთავარი არაა - აქ მთავარია ეროვნული სულისკვეთება და მუდმივი მზადყოფნა ქართველობის შემცველი ღირებულებებისა და ფასეულობების თავის დედა-სამშობლოში დასაბრუნებლად. წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორი გლოვაა დღეს უსამშობლოთა ბანაკში. ტრადიციულად თხოვნა მაქვს, ამ დიდებული ეროვნული საქმის ამსახველი მათი სიუჟეტები არ დამიმალოთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31