გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე „ბუქარესტის ცხრიანის“განცხადებაზე: გეოპოლიტიკური ანალიზი და რეალობის ზუსტად გაგება რომ უჭირთ ფსევდოლიბერალებს, იმიტომაც მიიღეს გამანადგურებელი შედეგები ევროპულ არჩევნებში კონტინენტის წამყვან ქვეყნებში

12-06-2024

„თუ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული და დაზარალებულია, მაშინ როგორაა ჩვენი ქვეყანა „პრორუსული“ ან მოლდოვისგან განსხვავებით, რატომ არაა დსთ-ს წევრი ქვეყანა?“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპის ცხრა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების განცხადებას, რომელთა თქმითაც, „გავაგრძელებთ მხარდაჭერას ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის მიმართ, რომლებიც დაზარალებული არიან რუსეთის მავნე გავლენით“.


მანვე აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური ანალიზი და რეალობის ზუსტად გაგება რომ უჭირთ ფსევდოლიბერალებს, იმიტომაც მიიღეს გამანადგურებელი შედეგები ევროპულ არჩევნებში კონტინენტის წამყვან ქვეყნებში.


„ვითომ „გარუსებულ“ საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურეს ევროპის ცხრა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტის ფორმატში. საქმე იმაშია, რომ მათ განცხადებაში აღნიშნულია - „გავაგრძელებთ მხარდაჭერას ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის მიმართ, რომლებიც დაზარალებული არიან რუსეთის მავნე გავლენით“. თუ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული და დაზარალებულია, მაშინ როგორაა ჩვენი ქვეყანა „პრორუსული“ ან მოლდოვისგან განსხვავებით, რატომ არაა დსთ-ს წევრი ქვეყანა? გეოპოლიტიკური ანალიზი და რეალობის ზუსტად გაგება რომ უჭირთ ფსევდოლიბერალებს, იმიტომაც მიიღეს გამანადგურებელი შედეგები ევროპულ არჩევნებში კონტინენტის წამყვან ქვეყნებში.


ცნობისთვის, „ბუქარესტის ცხრიანი“ (რუმინულად Formatul București) ანუ „B9“ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი, რომელიც დაარსდა 2015 წლის 4 ნოემბერს ბუქარესტში რუმინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების კლაუს იოჰანისისა და ანჯეი დუდას შეხვედრისას. მისი წევრები არიან: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ორგანიზაციის დაარსება უკავშირდება 2014-ში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და შემდგომ აგრესიულ ქმედებებს. „B9“-ის ყველა წევრი ქვეყანა შედიოდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით დაშლილ ვარშავის პაქტში. Chairs of Bucharest 9 Summit vow support for Georgia“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930