გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტზე: არ იციან რა თქვან - შეაქონ, აგინონ, რომ აგინონ რისთვის აგინონ, იმისთვის რომ ჩავიდა ბერლინში და მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და მთლიანად უკრაინას?

12-06-2024

„ირაკლი კობახიძემ ბერლინში ჩასვლით მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, რომელმაც რთული ადგილობრივი არჩევნები გადაიტანა. მისი ჩასვლა იყო მესიჯი, იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ამჟამინდელ მთავრობასაც უდგას გვერდში და ასევე ხიდი აქვს გადებული იმ ახალ ძალებთან სათანამშრომლოდ, რომლებიც შეცლიან ოლაფ შოლცის ხელისუფლებას სულ მოკლე ხანში,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.


მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო მყარად დგას უკრაინის გვერდში.


„ძალიან უმადური და უსინდისო ადამიანი უნდა იყო, როგორც უკრაინაში, ისე ევროპაში და მით უმეტეს, საქართველოში ვერ ხედავდე და ვერ აფასებდე, რა გააკეთა და რას აკეთებს საქართველო უკრაინისთვის,“ - აღნიშნა მან.


„დარწმუნებული ვარ, რომ ამ სექტანტებს ჰქონდათ დიდი ფარული მოლოდინი იმისა, წავიდოდა თუ არ წავიდოდა, გარისკავდა თუ არა ირაკლი კობახიძე ბერლინში ჩასვლას, უკრაინის აღდგენის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. ოპოზიციას ყოველთვის აქვს დეზინფორმაციულ ფილტრში გატარებული გეგმა - "ა" და გეგმა - „ბ“, ოღონდ, როგორც წესი ორივე გეგმა ჩავარდება ხოლმე.


ირაკლი კობახიძემ ბერლინში ჩასვლით მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, რომელმაც რთული ადგილობრივი არჩევნები გადაიტანა. მისი ჩასვლა იყო მესიჯი, იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ამჟამინდელ მთავრობასაც უდგას გვერდში და ასევე ხიდი აქვს გადებული იმ ახალ ძალებთან სათანამშრომლოდ, რომლებიც შეცლიან ოლაფ შოლცის ხელისუფლებას სულ მოკლე ხანში. ოპოზიცია ელოდებოდა, რას იტყოდა უკრაინაზე „რუსული ოცნების“ და „რუსული რეჟიმის“ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავის სიტყვით გამოსვლაში მკაფიოდ თქვა, რომ პარტნიორებთან ერთად საქართველო იდგა, დგას და დადგება უკრაინის აღდგენის ნებისმიერ წამოწყებაში. არავის არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, ვის მხარეს არის საქართველო. საქართველო იყო და იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით.


ირაკლი კობახიძის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლასაც ვერ ეხებიან ოფშორ მედიის წარმომადგენლებიც, საქართველოში რელიკვიის დაბრუნების თემის არ იყოს. არ იციან რა თქვან - შეაქონ, აგინონ, რომ აგინონ რისთვის აგინონ, იმისთვის რომ ჩავიდა ბერლინში და მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და მთლიანად უკრაინას? ის, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას, ამას არც სჭირდებოდა დამატებითი ხაზგასმა. საქართველო ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური თვალსაზრისით დიდ დახმარებას უწევს უკრაინას - შეფარებული ჰყავს ათობით ათასი ლტოლვილი, მათთვის გახსნილია საგანმანათლებლო პროგრამები, ჰუმანიტარული მოპყრობით და სოციალური დახმარებით. ძალიან უმადური და უსინდისო ადამიანი უნდა იყო, როგორც უკრაინაში, ისე ევროპაში და მით უმეტეს საქართველოში ვერ ხედავდა და ვერ აფასებდე რა გააკეთა და რას აკეთებს საქართველო უკრაინისთვის,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930