გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს  ვეტო დაადო

15-01-2018


 

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს "მაუწყებლობის შესახებ" ვეტო დაადო.

 

ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრეზიდენტი ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით კანონპროექტს პარლამენტს უბრუნებს.

 

„მივესალმებოდი ყოფილიყო ნაბიჯი ევროპისკენ, მაგრამ ასე არაა. ვუბრუნებთ პარლამენტს კანონს. იმედი მაქვს პარლამენტი კარგად გაიაზრებს წარმოდგენილ ვეტოს და გადაწვეტილებას მიიღებს როგორ მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი ხარჯვის მიმართულებით“-განაცხადა პრეზიდენტმა.


კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება - სხვა ცვლილებებთან ერთად, მის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან უკვე 10-ზე მეტი ვეტოა გამოყენებული.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30