გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

4-10-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩეული სსიპ-ების ხელმძღვანელები წარუდგინა.

 

მინისტრმა განათლების სისტემის ახალ თანამშრომლებს წარმატება უსურვა და  ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის რეფორმა და სრული ტრანსფორმაცია მათთან ერთად განხორციელდება.

 

მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი, რომლის  საკურატორო სფერო  სამინისტროში ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კოორდინაცია და კონტროლი იქნება.

 

ბიზნესის მართვის მაგისტრსა და დოქტორს, ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციზე მუშაობის  20 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში და  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობაზე. აქვს აკადემიური გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელშიმონაწილეობდა არაერთ პროფესიული განვითარების პროგრამაში, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონის, მაასტრიხტის უნივერსიტეტებში და სხვა.

 

მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე, 2018 წლის 31 ოქტომბრამდე აგრძელებს სამინისტროში მუშაობას და შემდგომ, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.

 

რაც შეეხება საჯარო კონკურსებით შერჩეულს სსიპ-ების ახალ ხელმძღვანელებს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას ზვიად გაბისონია დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აკადემიურ საქმიანობას  19 წლის განმავლობაში ეწევა. მისი  გამოცდილება მოიცავს ასევე უმაღლეს თანამდებობებს კერძო სექტორში, -  იურიდიული პროფილის კომპანიებში.

ზვიად გაბისონია, რომელიც იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ბრემენისა და ბონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია, გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში.

 

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანადებობაზე წარდგენილ ბერიკა შუკაკიძეს დოქტორის ხარისხი განათლების სფეროში, ხოლო ებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული.

 

ბერიკა შუკაკიძეს  განათლების სფეროში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება აქვსასოცირებული პროფესორის რანგში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სალექციო კურსები მიჰყავს   განათლების მართვისა და კვლევების პროგრამებზე. განათლების სისტემის მიმართულებით, ის არაერთი სტატიის ავტორი და კვლევითი პროექტის ხელმძღვანელია.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე წარდგენილი გიორგი ვაშაკიძე ალფრედ ტოპფერის ფონდის, ჰამბურგის უნივერსიტეტის, მაქს-პლანკის სახელობის უნივერსიტეტის, ედმუნდ სიმერსის ფონდის სტიპენდიანტია. ის არაერთი მონოგრაფიის, კვლევისა და სტატიის ავტორია. ჰამბურგის უნივერსიტეტში მას მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის და სამართლის დოქტორის წოდებები.

 

საერთაშორისო, კერძო და საჯარო მენეჯერულ თანამდებობებზე გიორგი ვაშაკიძეს მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ის 9 წელია აკადემიურ საქმიანობას ეწევა. იყო ექსპერტი გაეროს განვითარების პროგრამებში და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი.

 

შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ახალი დირექტორს, სოფიო გორგოძეს განათლების სისტემაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს.

 

განათლების მართვის მიმართულებით, სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა და საკონსულტაციო მომსახურებას ეწეოდა როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში. უმაღლეს სასწავლებლებში მის მიერ წაყვანილი სასწავლო კურსები მოიცავს განათლების პოლიტიკას, საგანმანათლებლო შეფასებებს, განათლების კვლევებს და ა. .

 

სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საქართველოს დელეგატი ევროსაბჭოს ზოგადი განათლების კომიტეტში. ამასთან, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე იყო.

განათლების მიმართულებით, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემაში მას არაერთი პუბლიკაცია და სტატია აქვს გამოქვეყნებული.

 

სოფიო გორგოძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ამასთან, ის  განათლების დოქტორია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930