გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა

14-06-2024

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირების საკითხები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების საკითხს და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს. ამასთან, ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობისა და ინფორმირების მნიშვნელობას.
 
ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე და სხვა სიახლეებსა და პროექტებზე, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩატარების მიზნით ახორციელებს.
 
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა,   საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30