17-06-2024
„როდესაც ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი (პ)რეზიდენტიდან დაწყებული ექსპერტ-პოლიტიკოსებით დამთავრებული, სრულიად ურცხვად უცხადებს ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გამოიარა ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილი, 2008 წელს რუსეთთან ომი თუ სხვა კატაკლიზმები, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის თურმე რეფერენდუმი - ევროპა თუ რუსეთი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო ერს და ქვეყანას?!,“ - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ზემოთ ხსენებული განცხადება, არის ამ შემადგენლობის უძლურების, ასევე მათი სრული პოლიტიკური და მორალური გაკოტრების ყველაზე კარგი და სანდო მაჩვენებელი.
„როდესაც ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი (პ)რეზიდენტიდან დაწყებული ექსპერტ-პოლიტიკოსებით დამთავრებული, სრულიად ურცხვად უცხადებს ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გამოიარა ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილი, 2008 წელს რუსეთთან ომი თუ სხვა კატაკლიზმები, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის თურმე რეფერენდუმი -ევროპა თუ რუსეთი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო ერს და ქვეყანას?! სინამდვილეში, ეს არის ამ შემადგენლობის უძლურების, ასევე მათი სრული პოლიტიკური და მორალური გაკოტრების ყველაზე კარგი და სანდო მაჩვენებელი“, - წერს ანჯაფარიძე.