გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ნასარიძე გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

18-06-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, დმანისის მერ კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1994 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 17 ივნისს აღინიშნება. საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია: „გაერთიანება მიწის გარშემო, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი მომავალი“.


აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში, პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით" ფარგლებში, კონტროლირებადი ძოვების სადემონსტრაციო ნაკვეთი გაკეთდა. 40-მდე ჰექტარზე შექმნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საძოვარი ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება და ხელს უწყობს როგორც ნიადაგის გაჯანსაღებას, ასევე პირუტყვის პროდუქტიულობის ზრდას.


„ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არა მხოლოდ აქ, არამედ სხვა არეალებშიც, სადაც ტრადიციულად მესაქონლეობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თანამედროვე მეთოდებითა და საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპით მოხდეს საძოვრების ათვისება, რაც შეუნარჩუნებს ქვეყანას საძოვრებს, როგორც რესურსს და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მესაქონლეობის განვითარებისთვის", - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.


დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა პროექტის ინიციატორებსა და განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის საძოვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ღონისძიების ფარგლებში, საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანების წევრებს ცხოველთა მოვლისა და რძის შესანახი საშუალებები გადაეცათ.


პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) ახორციელებენ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930