18-06-2024
PSP ფარმაცეტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს.
2024 წლის 14 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Golden Brand-ის რიგით მე-19 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "საქართველოს ბიზნეს ოსკარი".
„განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია. 30 წლის წინ თბილისში, პეკინზე, ბუკიას ბაღთან არსებული ერთი ობიექტით გაიცნო კომპანია მომხმარებელმა. საიუბილეოდ, სრულიად ახალი კონცეფციის ინოვაციური აფთიაქი ფარმაცევტული რობოტითა და პარაფარმაციის გაზრდილი ასორტიმენტით, მომხმარებელს ყიდვის განსხვავებულ და კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
სტაბილურად დარგის ლიდერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. 1994 წლიდან ჩვენმა კომპანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, დანერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი და მომხმარებლისთვის სამართლიანად იქცა ხარისხის განატად. ჩვენი თითოეული წარმატების და წინსვლის უკან პროფესიონალი გუნდია. საკუთარი საქმის სიყვარულით და პროფესიონალურად შესრულებისთვის, მადლობა PSP-ს 5000 თანამშრომელს“ -აცხადებენ PSP-ში.
Global Idea-სა და The FlNANCIAL-ის მიერ ორგანიზებული, Golden Brand გავლენიანი და მნიშვნელოვანი ჯილდოა საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას. წელს მედიის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დაჯილდოვდა.
„ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესის წამყვანი სპეციალისტები და მომხმარებლები განვლილი წლის განმავლობაში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის საუკეთესო კომპანიებს ავლენენ.
წლების განმავლობაში PSP აღიარებულია ფარმაცეტულ სფეროს N1 და დარგის ლიდერ კომპანიად.