გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ZEG ფესტივალის შეხვედრა თიბისი კონცეპტის სივრცეში

20-06-2024

22 ივნისს, 15:00 საათზე, ZEG ამბის თხრობის ფესტივალის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე გიწვევთ შეხვედრაზე „FutureofFashion: The BeenStory“.


სესიის სპიკერები იქნებიან GeniaMineeva და ნინუცა ნანიტაშვილი.


GeniaMineeva - ეკო-მეგობრული აქსესუარების ბრენდის „BeenLondon”-ის დამფუძნებელია. BritishVogue-მა ბრენდი დაასახელა, როგორც „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მოდის ბიზნესი“.


ნინუცა ნანიტაშვილი - ტექნოლოგიების სფეროში 12 წლიანი გამოცდილებით, ამჟამად ჩართულია „GoogleforStartupsAccelerator” პროგრამებში ევროპისა და ისრაელის მასშტაბით. ნინუცა, ასევე მენტორია და მხარს უჭერს ქალებს, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემებში.


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ www.conceptevents.ge - ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.


მისამართი: თიბისი  კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031