გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხრაჯვარზე ტყიბულის ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა

20-06-2024

ცხრაჯვარზე ტყიბულის ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა.  ზღვის დონიდან 1569 მეტრ სიმაღლეზე, საგანაგებოდ საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში, ჰიმნი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა ანსამბლ “სულიკოს“  და ტყიბულის ვაჟთა ფოლკლორული ანსაბმლ „ერთას “ შესრულებით აჟღერდა.


ჰიმნის მუსიკისა და ტექსტის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი და შემსრულებელი, ნუგზარ ერგემლიძეა.  ჰიმნის შექმნის იდეია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ჩერქეზიშვილს ეკუთვნის, რომელმაც სიტყვთ გამოსვლისას  პროექტის დეტალებზე  იასაუბა და შეეხო კომპოზიტორ ბუთხუზ ბასილაის თემას, ვისთვისაც ტყიბული მშობლიური ქალაქი იყო და სიმბოლურია, რომ სწორედ "ივერიას" მეგობრების ჩართულობით შეიქმნა ჰიმნი მის ქალაქზე.


დავით ჩერქეზიშვილმა, ასევე,  დააანონსა კიდევ ერთი პროექტი, რაც ბუთხუზ ბასილაის სკვერში ასრებულ როიალთან კომპოზიტორის სკულპტურის შექმნას ითვალისწინებს. გარდა ამისა, როიალი აღიჭურვება სენსორული სისტემით და შეხებისთანავე აჟღერდება ბუთხუზ ბასილაიას მუსიკა.


ქალაქის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად, ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ანსამბლ ,,ივერიის“ წევრები, სასულიერო პირები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და  სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930