5-10-2018
ჩანაწერები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიკაციისათვის, ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით.
ყველა სადავო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.
ვინაიდან კომპლექსური გამოკვლევით დადგინდა, რომ სადავო ვიდეო ჩანაწერები არ არის ავთენტური და მათზე დაფიქსირდა დიდი რაოდენობის ცვლილებები, სხვადასხვა სახის მონტაჟის კვალი, მეთოდიკის თანახმად მათზე საიდენტიფიკაციო კვლევების ჩატარება შეუძლებელია.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ვიდეო ჩანაწერები არ არის ვარგისი ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნებათა იდენტიფიკაციისათვის, ვინაიდან ისინი დამზადებულია მონტაჟის გზით.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ყველა სადავო ვიდეო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი. მონტაჟის მონაკვეთები დეტალურად აღნიშნულია დანართის ნაწილში.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ყველა სადავო ფონოგრამაზე რედაქტირების კვალი აღინიშნება, კერძოდ სპეციალური რედაქტორების/პროგრამების გამოყენებით მათზე დადებულია სხვა ფონოგრამებიდან აღებული ფონი, თითოეული სადავო ფონოგრამის გარკვეული ნაწილები არის გადაადგილებული, ზოგან ჩასმული სხვა ფონოგრამიდან ან ფონოგრამებიდან, ზოგან კი ამოჭრილია გარკვეული მონაკვეთები.
რედაქტირებების შემდეგ, საბოლოოდ მიღებულია შერჩევითი ფიქსაციის გზით შეცვლილი შინაარსის ფონოგრამები, რომლებიც გაერთიანებული იქნა კოპრესიის გზით ვიდეო ჩანაწერებთან.
ზევით აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდეგნილი ყველა სადავო ვიდეო ჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.