გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტამბულში გამართულ სათამაშოების გამოფენაში 7 ქართული კომპანია მონაწილეობს

5-10-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ  სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე - „Kids Turkey 2018” 7 ქართული კომპანია, კერძოდ შპს „თამაშობანა“, შპს „კოდალა“, შპს „ჩიკატაი“, შპს „საგო“, შპს “Antsi”, შპს „შენი მწვანე სათამაშო“ და შპს „მწვერვალი“ იღებს მონაწილეობას.


ღონისძიებაზე ქართული კომპანიების მხრიდან წარმოდგენილი იქნება, როგორც ხის ხელნაკეთი ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, ასევე, სემეცნებითი თამაშები ბავშვებისთვის და ოტახის დეკორაციები. მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 132-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს მსოფლიოს 44 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-ს შეადგენს.


სათამაშოების გამოფენაზე - „Kids Turkey 2018”  მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანი საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია,საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31