გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე ელჩებმა დატოვონ თანამდებობა: გვინეა-ბისაუში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმ წამსვე დატოვებს თავის თანამდებობას, როგორც კი ამ ქვეყანაში გაიხსნება ჩვენი დიპლომატიური მისია

23-06-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას პასუხობს, სადაც მან ქართველ ელჩებს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ექსპერტისთვის ზურაბიშვილის განცხადება სასაცილოა, ამიტომ სოციალურ ქსელში, სახუმარო პოსტით გამოეხმაურა.


ანალიტიკოსი წერს, რომ გვინეა - ბისაუში, სადაც საქართველოს დიპლომატიური მისია ამ ეტაპზე არ არის, როგორც კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაინიშნება - დატოვებს თანამდებობას.


„ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერის ნიშნად, გვინეა - ბისაუში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმ წამსვე დატოვებს თავის თანამდებობას, როგორც კი ამ ქვეყანაში გაიხსნება ჩვენი დიპლომატიური მისია - მოგვაწოდა ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ, ორბელიანების სასახლეზე დაყრდნობით...“- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031