გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის ელჩს ნიკა გვარამიას მოქმედების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია

5-10-2018


პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს  საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.


შეხვედრისას კანდიდატმა ელჩებს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

"მათ მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიაზე, რომელიც პირადად ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული და  გასცდა ყველა ზომას და ზღვარს. ასევე წავუკითხე „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, ეს არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე დამეხმარება.

 

ვფიქრობ ყველამ უნდა იცოდეს როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.

 
გარდა ამისა, ვრცლად ვისაუბრეთ ჩემი კამპანიის თემებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის პრიორიტეტები. ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველანაირი სტანდარტით. საქართველოს ევროპაში ყოფნა და ჩემი როგორც არა მხოლოდ ელჩის, არამედ ლობისტის როლი, რადგან საქართველოს სჭირდება მეტი დანახვა და აქტიურობა ევროპასა და მსოფლიოში.


ეს არის ის, რაც ელჩებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან როგორც მათ თავად აღნიშნეს, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ძალიან ცოტა ესმით, ეს არის კამპანია, რომელიც ვითარდება პრაქტიკულად თემების გარეშე და მეც ძალიან მიჭირს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031