24-06-2024
„ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი,“ - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის ლიდერის ანდჟეი დუდას ჩინეთში ვიზიტზე.
აბაშიძის თქმით, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ხაზი გაუსვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალს, გააძლიეროს ეკონომიკური და ადამიანური კავშირი ევროპასა და ჩინეთს შორის, სადაც ის პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს გულისხმობდა.
„ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი. უკრაინის ომზე განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოლონეთის ლიდერი ჩინეთშია ხუთდღიანი ვიზიტით. პრეზიდენტებმა სი ძინპინმა და ანდჟეი დუდამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეთანხმებებთან ერთად, ასევე ხელი მოაწერეს დოკუმენტს პოლონური შინაური ფრინველის ხორცის ექსპორტზე. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ხაზი გაუსვა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალს, გააძლიეროს ეკონომიკური და ადამიანური კავშირი ევროპასა და ჩინეთს შორის. რასაკვირველია, "ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს, სამხრეთ კავკასიას. ამ შემთხვევაში როგორ ხდება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის უსაგნო კრიტიკოსთა პოზიციების თანხვედრა ოფიციალურ ვარშავასთან?“ - წერს გია აბაშიძე.