გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: USAID-ის პოზიტიური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის თანამშრომლობა ძალზე აქტიურ ფაზაშია

5-10-2018

“ამერიკის საერთაშორისო სააგენტო ძალიან პოზიტიურ შეფასებას იძლება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს შეფასება, ბუნებრივია, საყურადღებოა, რამდენადაც, USAID ჩვენ ქვეყანაში დიდი ხანია მუშაობს. მას ამ წლების განმავლობაში უდიდესი დახმარება აქვს გაწეული საქართველოსთვის. მილიარდ ნახევარს ითვლის იმ პროგრამების მოცულობა, რომლებიც წლების განმავლობაში განხორციელებულა საქართველოში“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.


მისივე შეფასებით, კვლევის შედეგებით ვლინდება ის, რომ საქართველოს აქვს მაღალი შეფასებები, ისეთ კატეგორიებში და ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ღია და გამჭირვალე, ანგარიშვალდებული მმართველობა, ეკონომიკური პოლიტიკა.


„ასევე საყურადღებოა, რომ ზოგიერთი მონაცემები აღემატება აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის მაჩვენებლებს. ასეთია, მაგალითად, ჩვენი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანობის თვალსაზრისით შეფასება, ასევე მაღალი შეფასებები გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის და გადასახადების ადმინისტრირების თვალსაზრისით.


ეს ყველაფერი, არის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები ჩვენთვის. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა ძალიან აქტიურ ფაზაშია. როგორც იცით, სულ ახლახანს გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა USAID-ის ხელმძღვანელთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ერთად ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებებით კიდევ უფრო განვითარდეს”.- განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.


2018 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (0-დან 1-მდე სკალით) მაღალი შეფასებები მიიღო.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031