გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

5-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვის და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე დ.ბ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ბ.-მ 2018 წლის 1-ელ აგვისტოს, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.


სამართალდამცველებმა დ.ბ. 2018 წლის 1-ელ აგვისტოს ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 ცალნაჭერში მოთავსებული, 0,0123 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დ.ბ.-ს ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


დ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული) და 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31