გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია რეგიონში თხილის მეურნეობის აღდგენის მიზნით დარგის სპეციალისტებს შეხვდა

5-10-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებსა და ორგანიზაცია ,,ელკანას“ წარმომადგენლებს შეხვდა.


„მოსახლეობაში თხილის კულტურის ეფექტიანი მოვლის პროპაგანდისთვის, მზად ვარ, ყველა რესურსი გამოვიყენო, რაც სახელმწიფო რწმუნებულს გააჩნია,“ - შეხვედრის დასაწყისშივე აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.


შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო როგორც რეგიონში, ასევე, ცალკეულ ფერმერთა თხილის მოსავალი და ამ მცენარეული კულტურის მოვლის საშუალებები, ასევე, სხვადასხვა ლოკაციაზე ნიადაგის კვლევის საკითხები.


მოსახლეობის საფუძვლიანად ინფორმირებისა და თხილის კულტურის, როგორც სამეგრელოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავლის წყაროს, გაფრთხილება-აღდგენის მიზნით დამატებითი ღონისძიებების შესახებ დისკუსიაც გაიმართა.


„ელკანას“ წარმომადგენელმა სრული მზაობა გამოთქვა, კონსულტაციებთან ერთად, მიმდინარე პროცესების მონიტორინგიც აწარმოოს. დაიგეგმა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებაც, რაც ხელს შეუწყობს თხილის მეურნეობის აღდგენის მეთოდებზე რეგიონში მცხოვრები თითოეული მოსახლის ინფორმირებას.

შეხვედრის დასასრულს, გუბერნატორმა სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებისათვის სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების, კომპეტენტური ორგანიზაციების, მეცნიერებისა და სხვა წარმომადგენლების მოწვევა დაანონსა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031