გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკუთარი მშობლების ცემაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა

5-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მშობლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე კ.კ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.კ.-მ მშობლების მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მამას - რ.კ.-ს და დედას - ე.კ.-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი.


სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება 11',126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031