გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლალი ბადურაშვილი: ემიგრაციაში დაბადებულებს საქართველოს სიყვარული გამძაფრებული აქვთ, ამიტომ ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს

5-10-2018

ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ გამძაფრებული აქვთ საქართველოს სიყვარული ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი ამიტომ ვუჭერ მხარს სწორედ მას, - განაცხადა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა რუსთაველის თეატრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.


"ქალი ვარ და სოლიდარობას ქალს ვუცხადებ. ათას სისულელეს ლაპარაკობენ ქალბატონ სალომეზე, რომელიც, სადაც იყო ყველგან არაჩვეულებრივი იყო და იცით რა მინდა გითხრათ, ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა აქ დაბადებულებს, გაზრდილებს, ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ მეტად გამძაფრებული აქვთ სიყვარული საქართველოსი ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი, ამიტომ ვუჭერ მას სწორედ მხარს", - აღნიშნა ბადურაშვილმა.


რაც შეეხება, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ შავ პიარს, როგორც ლალი ბადურაშვილმა განმარტა, აღნიშნული კამპანია ჯანსაღი კრიტიკის საზღვრებს სცდება.


"მესმის, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა არსებობს მოწინააღმდეგეც, მაგრამ ზღვარს გადასვლა ეს აღარც კრიტიკაა და არც არაფერი არაა. გამოვალ და რასაც მინდა ვილაპარაკებ შენზე დაუსჯელობის სინდრომია. მაგათ ხომ მერე მუხრუჭი არა აქვთ. ყველაფერს იტყვიან მოგიგონებენ, არ შერცხვებათ, დაგაბრალებ, რომ შენ მე ვარ და ასეთ ხალხთან რა უნდა ილაპარაკო, ყველაფერს მიღმა არიან გაცდენილები ჩემი აზრით "ნაციონალები", ეს რაღაცა არ ვიცი, ღვთის რისხვა კიდია საქართველოს. ზღვარი ხომ არსებობს არა? რასაც მინდა ვილაპრაკებ, ასე არ ხდება, სექტა მკვლელების", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930