გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: ეს კამპანია ნამდვილად არ ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც პოლიტიკური კულტურით გამორჩეული

5-10-2018

„ეხლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია - ყველა ერთის წინააღმდეგ და ეს კამპანია ნამდვილად არ ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც პოლიტიკური კულტურით გამორჩეული“ - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნო კამპანიას.


ტვ პირველის თოქშოუში „პირველები“, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ეს ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს სახელისუფლებო გუნდი.

„მესმის ეს ყველაფერი, მათ შორის შავი პიარიც კარგად მესმის, ამ შავი პიარითაც არ მგონია მოგებული დარჩეს ოპოზიცია, იმიტომ, რომ არ არსებობს ცუდი რამ, რასაც კარგი არ ახლდეს თან, ეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას საკმაოდ უწყობს ხელს“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ძალიან ბევრი შეურაცხყოფის ატანა უწევს. ამის მიუხედავად არასოდეს გადასულა ასეთი ტიპის მდარე შეტევებზე.


„ასეთი არ არის ქალბატონი სალომე, ნამდვილად არის გამაერთიანებელი, ნამდვილად იქნება ღირსეული პრეზიდენტი. ეს ძალიან კარგი რევერანსია ჩვენი ქართული ემიგრაციისთვისაც რომელმაც ასი წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ძალზე მნიშვნელოვანია სწორედ ის , რომ ქალბატონი სალომე თავის აქტიურ კამპანიას აწარმოებს, მოსახლეობასთან აქვს ძალინ მჭიდრო და სწორი ურთიერთობა და ვფიქრობ,რომ ეს კამპანია დამთავრდება ძალიან ლოგიკური შედეგით“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31