გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

30-06-2024

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, გამოფენაზე „The 8th Eurasia Expo“ იყო წარმოდგენილი.


გამოფენაჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომერციის სამინისტროსპატრონაჟით ჩატარდა და მასში   70 ქვეყნის 12 ათასამდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. გამოფენას ყოველწლიურად 2 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, აზიის ღვინის ბაზარზე პოტენციურ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.


აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930