გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება

30-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან და გამყოფი ხაზის პირა სოფელ გორაკაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების პროცესშია.


გზის მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებთან ერთად გაეცნო.


პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.


1 795 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას, რომელზეც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა შპს „იბოლია“ ახორციელებს.


ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას და ადმინისტრაციულ ერთეულთან უპრობლემოდ დაკავშირებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031