გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტზე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 18 წლის ბიჭი დააკავეს

6-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს, 2001 წელს დაბადებული თ.ხ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს.


შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ორ მოქალაქეს მოპედები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაძარცვი სატრანსპორტო საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.


გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930