გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში არჩევნები დამთავრდა. მაკრონი მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მთავრობას, ლე პენის გარემოცვა დააკომპლექტებს

1-07-2024

„საფრანგეთში არჩევნები დამთავრდა. ლე პენის მემარჯვენეები პირველზე, ხოლო მემარცხენეები მეორეზე გავიდნენ. შესაბამისად მაკრონი მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მთავრობას, ლე პენის გარემოცვა დააკომპლექტებს.“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძის თქმით, პარადოქსია,რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფი ევროპელი ლიდერები, კვლავ ძველ პოლიტიკურ კონიუნქტურას ადგანან და უტიფრად აწვებიან ნეოლიბერალურ სტატუს-კვოს.


„ამასობაში საფრანგეთში არჩევნები დამთავრდა. ლე პენის მემარჯვენეები პირველზე, ხოლო მემარცხენეები მეორეზე გავიდნენ. შესაბამისად მაკრონი მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მთავრობას, ლე პენის გარემოცვა დააკომპლექტებს. პარადოქსია,რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფი ევროპელი ლიდერები, კვლავ ძველ პოლიტიკურ კონიუნქტურას ადგანან და უტიფრად აწვებიან ნეოლიბერალურ სტატუს-კვოს. რამხელა უფსკრულია ევროპულ ოფიციოზსა და ამომრჩეველს შორის, იტალიის პრემიერის განცხადებაც კი კმარა, სადაც ქალბატონმა მელონიმ ღია უკმაყოფილება გამოთქვა ევროპელი ამომრჩევლის აზრის, ოფიციოზისაგან უგულებელყოფის გამო! ცალკე, ორბანი აპირებს მემარჯვენე ფრაქციის შექმნას ევროპარლამენტში. მოკლედ, მაგრად აყროლდა ნეოლიბერალური პოლიტიკური კონიუნქტურა და შესაბამისად, ამერიკული “ნარატივიზმი”, რაზეც სრულად დამოკიდებულია ევროკავშირი. სტატუს-კვოს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ ნეოლიბერალებს. მთავარია, რომ ყინული დაიძრა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად უფსკრულის გზას დაადგება არსებული ძირგამომპალი მსოფლიო წესრიგი!“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930