გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

2-07-2024

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, რის შემდგომაც გაკოჭეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს, რომელსაც დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი მიაწერეს.


„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. ფ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) , ხოლო ე.ქ.-ს - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დადგენის მიზნით” –აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930