გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

6-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ა.კ. თბილისის შემოვლით გზაზე დააკავეს.


აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზეა ძებნილი.


ა.კ.-ს ბრალი ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის „ა“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 149-ე მუხლის „ა“, „ს“, „დ“, „ფ“, „გ“, „ჰ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და გამოძალვას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031