გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

7-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ი., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს - 1978 წელს დაბადებულ ს.გ.-ს ცივი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930