გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2024“ იწყება

7-07-2024

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება - „პარტნიორი-2024“ ჩატარდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას.


„სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია დაგეგმილია 9 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 10 ივლისს - თეთრიწყაროში.


წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს - თეთრიწყაროში.


„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე, ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები.


უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930