7-10-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ტერევერკოს, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების, 12 საათიდან 17 საათამდე ზემო ვეძისის დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის, ივანე ბერიტაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ვახტანგ ჩიქოვანის და ბუდაპეშტის ქუჩების, 10 საათიდან 17 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ონიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა კანდელაკის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12:30 საათამდე წინანდლის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 13 საათიდან 14 საათამდე აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.