გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, თებერვალი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს

9-07-2024

საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა


შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს.


ევროკავშირის გაფართოების ნაწილში, სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად, „ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაასრულოს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია".


„ევროკავშირის გაფართოება წარმოადგენს ინვესტიციას მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის" - აღნიშნულია შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.


დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გაწევის გზით, შვედეთი გაფართოების პროცესში მამოძრავებელი ძალის როლს ასრულებს. „აღნიშნული ქვეყნებისთვის სტრატეგიული დახმარების გზით, შვედეთი გაფართოების პროცესის მამოძრავებელი ძალაა. ის ასევე ხელს უწყობს ურთიერთობების განმტკიცებას ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებთან" - ნათქვამია შვედეთის უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში, რომლის მიზნებიც 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728