16-01-2018
დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურ ღონისძიებაზე - ლეგიონის ვახშამი (Regimental Dinner) საქართველოს საელჩო საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. დორჩესტერის სამხედრო რეზერვის ცენტრში ჩატარებულ ღონისძიებას საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი თავდაცვის ატაშესთან ირაკლი ნინუასთან ერთად დაესწრო.
ელჩმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და თავდაცვის სფეროში, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, საქართველო - დიდი ბრიტანეთის დინამიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებას მასპინძლობდა ბრიტანეთის არმიის მე-6 ბატალიონის მეთაური, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სამხედრო ძალებთან და ქართველ მეომრებთან ერთად მონაწილეობდა ერთობლივ წვრთნებში„The Noble Partner – 2017“.