გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: მომავალი პრეზიდენტისთვის ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო შესაფერისია

7-10-2018

“ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.


ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თელავის ბატონის ციხის დიდი გალავანი არის სიმბოლო იმისა, თუ რა იყო და რა არის საქართველო.


„კახეთი არის ჩემი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა აქ ტარდება, თქვენთან. აქ, ამ დიდ გალავანში, რომელიც არის მართლაც სიმბოლო იმისა, თუ რა იყოსაქართველო და რა არის საქართველო. დიდი გალავანი, იმიტომ, რომ დაცული უნდა ვიყოთ და მოკრძალებული სასახლე, რადგან ასეთები იყვნენ ჩვენი მონარქები, ჩვენი მეფენი. ამიტომაც, კითხვისას, რომელი სასახლე თბილისში (და ეს კითხვა ზოგს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ), პასუხია – არა ის მასშტაბური სასახლე, არამედ ორბელიანების სასახლე, რომელიც ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031