გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მართლაც ბევრი დამსახურება აქვს

7-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში ამომრჩეველებს შეხვდა და მათ დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები თავისუფლებას ავლენენ ლანძღვა-გინებაში, სიძულვილის სენში, სიცრუის ტირაჟირებაში. ვერ ისწავლა ამ ხალხმა, რომ ქართულ საზოგადოებასთან სალაპარაკო ენა არის მხოლოდ ერთადერთი -ეს არის სიმართლის ენა. ქართველ ხალხს ბევრი რამისთვის გაუძლია და მომავალში კიდევ ბევრ რამეს გაუძლებს. ქართველს უნდა ელაპარაკო სიმართლე, გულით ალალად, როგორც ამას მეფე ერეკლე თავის ხალხთან მიმართებაში აკეთებდა. დღეს, მე, შეიძლება სუბიექტურად ვამბობდე, მაგრამ მგონია, რომ ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ხალხთან დასამალი არაფერი აქვს. ჩვენ თუ შეცდომას ვუშვებთ, ამ შეცდომაზე გვაქვს ადეკვატური რეაგირება და რეაქცია. ჩვენ თუ პრობლემა გვაქვს, პრობლემებზე პირველი ჩვენ ვსაუბრობთ. თუ გამოწვევები გვაქვს, ჩვენ ვდგავართ პირველ ხაზზე და ეს ასეც უნდა იყოს. მაშინ ვიქნებით ჩვენ ერთიანი, თუ ვსაუბრობთ რეალურ ერთიანობაზე, იმიტომ, რომ ჩემთვის მართლა რეალობას აცდენილია და თქვენთვისაც ის, რა ენითაც ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან. მე ქალბატონი სალომეს არაერთ გამოსვლას დავესწარი სხვადასხვა რგიონებში, რაიონებში და გაოცებული ვიყავი, როცა ჩვენი ოპონენტები აგზავნიან პროვოკატორებს და ეს პროვოკატორები ცდილობენ პოლიტიკური მედიისთვის გარკვეული სურათი და ჩარჩო შექმნან. თითქოს დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს კანდიდატს. ეს არ არის ეროვნული, ეს არ არის ქართული. ქალბატონ სალომეს მართლაც ბევრი დამსახურება აქვს და ამასთან, უნიკალური დიპლომატიური თუ ადამიანური გამოცდილება“-განაცხადა სესიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031