გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მართლაც არის მეღვინეობაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არა რაოდენობით, არამედ ხარისხით

7-10-2018

ამ ქვეყანას ამოძრავებს მისი განვითარების იმედი და აქაც ეს რეგიონი სამაგალითოა,- ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებს.


„განვითარების მაგალითი არის სწორედ დღეს რაც აქ ხდება მეღვინეობაში. საუბარი იყო, რომ სეტყვა და რთული პირობებია ამისთვის, მაგრამ ეს უკვე არის განვითარებული დარგი და ეს ისე სწრაფად მოხდა და იმდენად არის ეს ცოცხალი განვითარება, რომ ჩვენ ამას უნდა ვუყურებდეთ იმ სიძნელეებთან ერთად, რომელიც გავიარეთ და შეიძლება კიდევ შეგვხვდეს, რადგან სტიქია არის დღევანდელი მსოფლიოს საერთო პრობლემა, რომელსაც ყველა ვებრძვით.


ჩვენი ეს დარგი არის მართლაც ცოცხალი, განვითარებული, ძლიერი და ყოველდღე ძლიერდება. ჩვენ, ამას უნდა ვხედავდეთ და იმასაც უნდა ვხედავდეთ გარედან, როგორ გვიყურებენ, როგორ დაინახეს და აღიარეს, რომ საქართველო მართლაც არის მეღვინეობაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, არა რაოდენობით, არამედ ხარისხით და იმიტომ, რომ ის არის სხვანაირი ავთენტური ჩვენი მეღვინეობა და ეს მაგალითი, რომელიც გადადის უკვე სხვა რეგიონებზე არის მაგალითი, რომელიც უნდა გადავიდეს სხვა სფეროებში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930