გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

8-10-2018

მიმდინარე წლის 8-12 ოქტომბერს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიმართება. საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

სასესიო შეხვედრების ერთერთი მთავარი თემა იქნება საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულება; ასევე, ევროპის არასტაბილურ რეგიონებში, ევროპის საბჭოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო წარმომადგენლების შეუზღუდავი წვდომა. განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორიცაა პარლამენტების როლი წარმატებული დეცენტრალიზაციის საქმეში, მიგრაცია გენდერულ ჭრილში და ქალთა როლი ინტეგრაციის პროცესში.


სასესიო კვირეულის ფარგლებში, 9 ოქტომბერს, ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის სახელით ორგანიზებულ საზეიმო მიღებას უმასპინძლებს, სადაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ 8000 წლოვანი ისტორიის მქონე ქართული ქვევრის ღვინო, ასევე ტრადიციული კერძები და ტკბილეული.

საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, რომელზეც დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ოქტომბრის სესიაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამეტის დელგაციის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, გიორგი კანდელაკი. გიორგი ბაქრაძე, სოფიო ქაცარავა, ზვიად კვაჭანტირაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930